თეგებით ძიება

"ზარი რომ დაირეკა, მოირბინა და დედაჩემი იყავიო, მთხოვა პატარა ბიჭმა, რომელსაც დედა არ ჰყავს... აი, ასე გავხდი ძალიან დედა, ვეებერთელა დედა" - პედაგოგის ემოციური პოსტი

პედაგოგო ნანა ბეკოშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, პატარა მსწავლეზე, რომელსაც დედა აქ ჰყავს.

"ზარი რომ დაირეკა, მოირბინა ჩემს მაგიდასთან და დედაჩემი იყავიო რა - მთხოვა პატარა ბიჭმა, რომელსაც დედა არ ჰყავს... კარგი, ვიქნები - მეთქი, იმწამსვე დავპირდი.

ძალიან უბრალოდ, საიდუმლოდ დავდეთ შეთანხმება და ვიგრძენი, რომ საიდანღაც ამოვიდა მზე, დილიდან რომ ველოდი. მაინც, რა სწრაფად ამოვიდა და როგორ უცნაურად გაანათა კლასი. აი, ასე გავხდი ძალიან დედა, ვეებერთელა დედა. ნუ ეყოლება მასწავლებელი, მთავარია ჰყავდეს ის, ვინც საკლასო ოთახში ფეხსაცმლის თასმებს შეუკრავს, თმებზე ხელს გადაუსვამს და ჩასჩურჩულებს : მასწავლებელი გიყურებს, არ იცელქო!", - წერს პედაგოგი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა