თეგებით ძიება

"მკვლელების ნაცვლადაც ვლოცულობ, სინანული მიმადლე მათ დედებს, რომლებმაც შვილებს სიყვარული ვერ ასწავლეს" - ნიკო კვარაცხელიას დედა

სოციალურ ქსელში, თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელაის დედის, იზა ომაძის ემოციური მიმართვა ვრცელდება. ის ღვთისმშობელს მკვლელების ნაცვლად მიმართავს და მათთვის სინანულის მინიჭებას სთხოვს.

"ღვთისმშობელო მარიამ…
გავკადნიერდები და ლოცვით შემოგევედრები ღვთისმშობელო. 40 დღე გადის და ხვალ ჩემი ნიკო ღვთის მოშიში, ერთგული და ღირსეული შვილი ზეცაში სამუდამო სამყოფელს დაიმკვიდრებს. შეიფარე მისი შეურყვნელი სული, უწინმძღვრე და მოუშუშე ნაიარები, სითბო და მფარველობა არ მოაკლო, 22 წელი სიყვარულსა და სითბოში გაზრდილ შვილს მხოლოდ ღმერთის, ადამიანებისა და სამშობლოს სიყვარულს, თანადგომას და მეგობრობას ვასწავლიდით. რას წარმოვიდგენდით, რომ ასეთი ნიკო ეშმაკის მიერ დაბრმავებული, დამონებული, წაქეზებული, სისასტიკეს, ბოროტებას და შურს დამორჩილებული ადამიანების მსხვერპლი გახდებოდა.

მკვლელების ნაცვლადაც ვლოცულობ და შემოგვედრებთ, გთხოვ, სინანული მიმადლე, იმ საბრალო, ბოროტებით დაბრმავებულ ადამიანებს, სინანული მიმადლე მათ დედებს, რომლებმაც შვილებს სიყვარული ვერ ასწავლეს.

სამძიმარს ვუცხადებ, ჩემი შვილის მკვლელობაში რაიმე ფორმით მონაწილე ოჯახებსაც, ვწუხვარ, ნამდვილად ვწუხვარ, რომ თქვენი გულებიდან სიკეთე, სიყვარული განდევნეთ! თქვენი განმსჯელი ამქვეყნად კანონი და ზეცაში ღმერთია!

ნიკო, შენი მშობლები მარადიული ცხოვრებისთვის ვემზადებით! ახლა შენ გვასწავლი და გვზრდი, ჩემო ანგელოზო, რადგან ისევ გავხდეთ შენთან შეხვედრის ღირსი!
ღვთისმშობელს და იესო ქრისტეს ებარებოდე დე!
ღვთისმშობელო მარიამ, ზეცაში ნიკოს გაბარებ, ამქვეყნად კი ყველას შვილი დაულოცე და შენი კალთა გადააფარე! ", - აცხადებს ნიკო კვარაცხელიას დედა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" გია კვარაცხელიას შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ის 16 სექტემბერს გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა