თეგებით ძიება

"ეს საბრალდებო აღიარებაა თქვენი მხრიდან, ამხანაგო პრემიერო" - არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და "ქართულ ოცნებას" სოციალურ ქსელში აკრიტიკებს:

"ანუ პრემიერმა აღიარა, რომ თიანეთში მერს "ქართული ოცნება" საბოტაჟს უწყობდა და მუშაობის საშუალებას არ აძლევდა? 10-ჯერ მეტის მოქმედების საშუალებას მივცემდით, ოპოზიციონერი მერი რომ არ ყოფილიყოო.
ეს საბრალდებო აღიარებაა თქვენი მხრიდან ამხანაგო პრემიერო.

კარგი, ბატონო, თუ გახდება ოცნების კანდიდატი მერი, ვნახოთ, რა 10-ჯერ მეტს გააკეთებს.
ისე კი, უფრო პირიქით იყო, კონკურენცია მეტის მოტივაციას უფრო უქმნიდა არაოცნებისტ მერს. თუ მერები ოპოზიციონერები იქნებიან, მეტად მოტივირებულები გახდებიან შეძლონ მეტი საბოტაჟნიკი ხელისუფლების ხელში და შეძლებენ კიდეც.

არცერთ ხელისუფლებას არ დაუნგრევია თვითმმართველობის იდეა ისე, როგორც "ქართულმა ოცნებამ", ეს ხელისუფლება მთლიანად სიმახინჯეა, სისტემურად სიმახინჯე პრაქტიკულად ყველა მიმართულებით", - წერს გამზარდია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა