თეგებით ძიება

განცხადება, რომ მე-18 დაწესებულების კლინიკა მზად არის მოშიმშილე პრეზიდენტის მისაღებად, არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლოა - ზურაბ გურული

აშშ-ში მცხოვრები, ქართველი ექიმი, ზურაბ გურული საპყრობილეში მოშიმშილე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"#18 დაწესებულების საავადმყოფოში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი"
( სახალხო დამცველის ანგარიში )

კლინიკა, რომელშიც არ მუშაობს ექიმი-რეანიმატოლოგი და შესაბამისად, არ გააჩნია რეანიმაციის განყოფილება, ვერ ჩაითვლება სამედიცინო დაწესებულებად, სადაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იქნება შესაძლებელი.
შესაბამისად, განცხადება იმის თაობაზე, რომ მე-18 დაწესებულების კლინიკა მზად არის მოშიმშილე პრეზიდენტის მისაღებად, არის არაკომპეტენტური, არაპროფესიონალური და უპასუხისმგებლო.
იმედია, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას ეყოფა პროფესიული პატიოსნება და პრინციპულობა, აუხსნას იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომ #18 დაწესებულების კლინიკა ვერ მიიღებს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს და ვერ აღმოუჩენს შესაბამის დახმარებას რეანიმაციული ღონისძიებების მყისიერი საჭიროებისას", - წერს ზურაბ გურული ფეისბუქზე.

ცოტა ხნის წინ, ომბუდსმენმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი არ შეესაბამება ექიმების მიერ გაცემულ დასკვნას.


ცნობისთვის, გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს თავად ექსპრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღიდან მესამე პრეზიდენტი შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა