თეგებით ძიება

"უბედური წუმპეა ჩვენი “ელიტა” - თამარ ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„განა მიკვირს, მაგრამ მაინც განსაცვიფრებელია ადამიანების არა იმდენად უხერხემლობა, რამდენადაც სხვისი ხერხემლით გაკვირვება. ხალხო, არსებობს პრინციპები. არსებობს ხალხი, ვინც თვლის, რომ სახელმწიფომ გარკვეული ფული უნდა ხარჯოს იმ ადამიანებზე, ვისაც ეს სჭირდება და არა ყველაზე.

ეს ხალხი დიდი ხანია ვარსებობთ. ვარსებობდით ვარდების რევოლუციამდეც. მაგრამ ვარდების რევოლუციის შემდეგ განსაკუთრებით გამოყავით თავები.

ძალიან თანმიმდევრულები ვართ ამ რწმენაში. ასე გვჯერა, მიუხედავად იმისა ვინაა მთავრობაში და ვინ ოპოზიციაში. პრინციპი გვაქვს ასეთი. ეს გვგონია სწორი – ასე ვმოძრაობთ, ასე ვმოძრაობდით!

ამ რწმენის გასამტკიცებლად და გასავრცელებლად შევქმენით ტაბულაც, რომელიც აგერ უკვე 11 წელია ძალიან თანმიმდევრულად, მონოტონურად და განუხრელად აწვება იმას, რისთვისაც შეიქმნა. მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში სადაც ადამიანებს რწმენა არ გააჩნიათ.

ახლა ვსქროლავ და გაოგნებული ვკითხულობ გაკვირვებული ხალხის კომენტარებს სკოლებში უფასო კვებაზე.

ამ ხალხს როგორც ჩანს ეგონა, რომ მხოლოდ ბიძინას უფასოებია ცუდი.

ანუ პრინციპული რწმენა კი არ ჰქონდათ იმის, რა ჯობია სახელმწიფოსთვის, როგორ ვაწყობთ ამ სახელმწიფოს, როგორი საგადასახადო სისტემა გვაქვს, რა პრინციპებზე ვდგებით, რა უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის DNA…

აი პროსტა, მთავრობაში ვინცაა თუ მაგათია იქით არიან, თუარადა აქეთ. ერთერთის სასოწარკვეთილ შეძახილსაც წავაწყდი – ოღონდ ქოცები დაამარცხონ და ყველა პოპულისტურ გამოხტომას ვაპატიებო. ასეთი უბედური წუმპეა ჩვენი “ელიტა”. არც თავად გააჩნიათ ხედვა, რწმენა და პრინციპები და ტომობრივი წესჩვეულებით არკვევენ მტყუან-მართალს. სხვისიც უკვირთ", - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა