თეგებით ძიება

"იყო ერთი ჯალათი ფაცაცია, ამბობდნენ ის ვის კამერაშიც შევიდოდა იმ კამერიდან ხალხი დალეწილი და დანგრეული გამოყავდათო"

“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ვატო გელაშვილი სოციალურ ქსელში წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდს იხსენებს და წერს:

“მემორმა შემახსენა რომ 23 ოქტომბერს 2012 წლის დატოვე ციხეო.

1 საათის გამოსული ვარ გლდანის ციხიდან საიდანაც როგოც იძახიან ბევრი ვერ გამოდიოდა ცოცხალი. მეც მსმენია ეგეთი რაღაცეები და მინახავს კიდეც, “კარცერში” გამოკეტილი და ნაცემი პატიმრები. მახსოვს “ვარონკა” ანუ საბადრაგო მანქანაში სადაც 10 კაცზე მეტი კაცი წესით არ უნდა ჩაესვათ, გამოგვტენიდნენ ისე, რომ სასამართლოდან გლდანის ციხისკენ გზა იყო გოლგოთა.

იქ იყო ერთი ჯალათი უსაფრთხოების სამსახურის მუშაკი გვარად ფაცაცია. ამბობდნენ ის ვის კამერაშიც შევიდოდა იმ კამერიდან ხალხი დალეწილი და დანგრეული გამოყავდათო. ჩემ კამერაშიც შემოვიდა 2 ჯერ. არია-დარია იქურობა, “შმონი” ჩაატარა ვიღაცეებს წაურტყაპუნ-წამოურტყაპუნა ვინც კრიმინალურ დანაშაულზე იჯდა და გავიდა.

19 სექტემბერს ეგ ჯალათი და სხვებიც დაიჭირეს, ცნობილი კადრების გამო და ამოისუნთქა ციხემ.

“მეციხოვნეები” იქცნენ ადამიანებად უცებ, ხოლო ვისაც რამე ქონდა მიქარული გაიქცა სამსახურიდან და ზოგი ქვეყნიდანაც.

28 კილო დავიკელი ციხეში თუმცა სულიერადაც და ჯანმრთელობითაც არ დავსუსტებულვარ. ერთი რისი ფიქრიც მქონდა ეს იყო დროზე გავსულიყავი ამ ჯოჯოხეთიდან,

ხოდა 33 კაციდან რომლებიც 1 საქმეზე ვიჯექით ყველა რომ გამოვიდა მეც გამომიშვეს.

მენატრება ჩემი ზემოთ-ქვემოთ წანწალი და საქმიანობა. მწყინდა, რომ ისეთი სახელმწიფო მქონდა რომელმაც უსამართლოდ გამომკეტა ციხეში. ერთადერთი დანაშაული რაც ამ საქმეში მქონდა. ეს იყო, რომ ახლობელ ადამიანებს მივენდე და დავგოიმდი იმაიმუნეს და შარში გამხიეს . (ნდობა ცუდი რამ არის ზოგადად ჯობი არ ენდო მითუმეტეს პოლიტიკოსებს და იმ ხალხს ვისაც ფული უყვარს) ხო და მოკლედ 2012წლის 23 ოქტომბერს. პატიმარი ვ.გ რომელსაც 17 წელ ნახევარი მქონდა მისჯილი გამოვედი გარეთ, ოღონდ ცარიელ-ტარიელი, გაძარცვული სახელმწიფოს მიერ, ჩამორთმეული ქონებებით, მარაა მაინც იმედიანი, რომ ახალი ხელისუფლება ამ უსამართლობებს აღადგენდა და ახალს არ ჩაიდენდა.

მარაა ესე არ მოხდა ხო და აი დღეს 2021 წელს ვართ ისევ ტრაკში.

ამ ტრაკიდან ვერ გამოგვიყვანს ვერც ესენი და ვერც ეს ოპოზიცია.

ხალხი ელოდება ახალ ხალხს და არა გადასულ-გადმოსულ მძრაცველ და მოძალადეებს რომლებსაც ჰგონიათ რომ მათი გაუმაძღრობის და მოძალადეობის ისტორიები დრომ შთანთქა. მარა ეს ესე არაა. ჩვენ გვაქვს პატიების უნარი, მარაა არ ვივიწყებთ იმას რაც გაქვთ ნაკეთები.

მომავალზე ფიქრით იღვიძებს თითოეული ამ ქვეყნის მოსახლე. ოღონ ამ მომავლის ფიქრში არ შეიძლება ადგილი ქონდეს, კრიმინალებს , არაკაცებს, დებილებს და კომფორმისტებს", - წერს გელაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა