თეგებით ძიება

"დავიჯერო მოკლე მეხსიერება გაქვთ? თუ უბრალოდ ხალხი გგონიათ ბრიყვი?" - ლატარია ჟურნალისტებს

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია ჟურნალისწტებს მიმართავს:

”მინდა, რომ აღნიშნული პოსტი კარგად წაიკითხონ ახლანდელმა აჟიტირებულმა ჟურნალისტებმა, გაიაზრონ და ამის შემდეგ შემეპასუხონ!!! მაგალითად ქალბატონი ინგა გრიგოლია, ქალბატონი ეკა მიშველაძე და ა.შ 24 საათი იმით რომ არიან აღფრთოვანებულნი, რომ მელიამ თითქოს რაღაც ნოუ-ჰაუ წარმოადგინა და საქართველოს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა კოალიციური მმართველობაო…. დავიჯერო მოკლე მეხსიერება გაქვთ? თუ უბრალოდ ხალხი გგონიათ ბრიყვი? კოალიციური მთავრობა იყო თუ იყო ივანიშვილის დროს. პრემიერ მინისტრი გვყავდა ქართული ოცნება, თავდაცვის მინისტრი (თავისუფალი დემოკრატები), პარლამენტის თავმჯდომარე (რესპუბლიკური პარტია), ასევე მინისტრთა კაბინეტში ყოველი მეორე იყო სხვა პარტიის წარმომადგენელი, ამის შემდეგ პრეზიდენტად ავირჩიეთ საერთოდ უ-პარტიო (დამოუკიდებელი კანდიდატი).. აი, რა არის რეალური კოალიცია და რეალური კოალიციური მთავრობა. თქვენ კიდევ გამოდიხართ აქ და შეშფოთებული სახეებით ნიკა მელია აგყავთ ცაში, ვაიმე, ეს რა დავინახეთ, ნამდვილი კოალიციაო ვისი, ადამიანებო არ გამაგიჟოთ ვისიი? ელენე ხოშტარიაა სხვა პარტია, ირაკლი აბესაძე თუ ჯაფარიძე? და თუ მამუკა ხაზარაძეზე საუბრობთ, მამუკა ხაზარაძის პარტიის ერთ ერთი ლიდერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ყავდა ქართულ ოცნებას წლებია და მისივე გუნდის წევრები მინისტრებად. დავიჯერო ეს ყველაფერი არ იციით? კი, კი, კარგადაც იცით ყველაფერი მაგრამ, როდესაც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელების გამოშვებას ითხოვთ, თან ასე უტიფრად და თან ისინი, ვინც ბადრის ოჯახის წევრებად თვლიდით თავს, უკვე აღარაფერი მიკვირს თქვენსგან – აღარაფერი!!!პს: ეკა მიშველაძეზე ხო საერთოდ, გვერდით ყავს მეუღლე რომელიც იყო ქართული ოცნების კოალიციური მთავრობის წევრი და გოგო არის შეშფოთებული, ასეთი რამ ჯერ არ გვინახავსო, გაგიჟდება კაცი", - წერს ლატარია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა