თეგებით ძიება

"ხალხს უყვარს მეფის სიკვდილი, მაგრამ არ უყვარს მეფის მკვლელი"...რამე რომ დაემართოს სააკაშვილს, იმ წამს დასრულდება ეს მთავრობა..." - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში საპყრობილეში მოშიმშილე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს და ხელისუფლებას მიმართავს.

"რამე რომ დაემართოს, იმ დღეს კი არა, იმ წამს დასრულდება ეს მთავრობა და გული ძალიან ცოტას დაწყდება ამაზე. ყველაზე დიდი განძი მათთვისაა სააკაშვილის სიცოცხლე. იმედია, გამოცდილებით დასწავლილი ამდენი ლოგიკა და პრაგმატიზმი შემორჩენილი აქვთ. პირველი ორი-სამი წლის შემდეგ, რაც ქვეყნის განვითარების ყველა მნიშვნელოვანი მოლოდინი გაქრა, არცერთი სხვა მიზეზით, მხოლოდ მიშა-მიშას ძახილით იმაგრებენ ტახტს. დაჩოქილი უნდა ეხვეწებოდნენ უკრაინის მთავრობას, მოითხოვონ თავიანთი მოქალაქე და რეანომობილით მიაფრენდნენ უსაფრთხოდ. ქვეყანამ რომ განმეორებითი უმძიმესი ტრავმა მიიღოს, მაშინ მართლაც ვიხილავთ მათ ბუმბულს, გაშლილს გაფანტულს ველადა. ის ხალხიც კი, ვინც კმაყოფილი იქნებოდა სამართლიანი გასამართლებით და მისჯით, მთავრობის წინააღმდეგ წავა, რადგან "ხალხს უყვარს მეფის სიკვდილი, მაგრამ არ უყვარს მეფის მკვლელი". შესაძლოა, ბევრს წინასაარჩევნო, ამომრჩევლის გრძნობებზე მანიპულაცია ეგონოს შიმშილობის ეს ფაქტი და სჯეროდეს, რომ დრამა გადაჭარბებულია, მაგრამ მერწმუნეთ, ბევრი ადამიანია გარდაცვლილი ასეთ სახიფათო "თამაშში". დაუშვებელია, 1% სიცოცხლის რისკის შექმნაც კი", - წერს ფანჯიკიძე ფეისბუქზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა