თეგებით ძიება

"30 ოქტომბერს შეწყვეტს შიმშილობასო" - ფრანგიშვილი სააკაშვილზე

გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს:

“უკვე მერამდენედ უნდა მითხრან, რომ

,,ჩვენი საქმე ჩვენ ვიცით, შენ ფული გვითხარი და გამოგზავნე, თუარა, სხვამხრივ ახლა გააზრება არაა შენგან არაფრის საჭიროო,,

მერამდენე წელია და წელიწადში მერამდენედაა ასე, უკვე თვლაც ამერია.

მოკლედ რომ ვთქვათ,

სააკაშვილზე გვაქვსო გეგმაო და ამ გეგმას მივყვებითო.

გეგმის გამხელა რა, მაშინ რა შეფი ვარო.

30 ოქტომბრამდე გაუძლებსო რომ იზახდნენ, ახლა გადააბრუნეს ,,პლასტინკა,, და 30 ოქტომბრის მერე ვიწყებთ გეგმის განხორციელებასო.

რამდენი ხანი დასჭირდება ამას, არავინ იცის.

ისიც მითხრეს, 30 ოქტომბერს შეწყვეტს შიმშილობას და დარჩება ისე ციხეში, ვიდრე გეგმის განხორციელებას დავასრულებდეთო.

მოკლედ, არ ვიცი რა ვთქვა.

კი ვიცი და ამიტომაც ვიტყვი.

პოლიტიკას და თამაშს და ამ ,,კენჭისყრებს,, კიარა, ქვის სროლებს რომ თავი დავანებოთ.

მხოლოდ ნორმალური ადამიანის, კლასიკური ნორმალური ადამიანის გადასახედიდან გეტყვით

გუგლი არ გაქვთ?

დაგუგლეთ რაა ,,შიმშილობის ნივთიერებათა ცვლა,,

,,კეტონური სხეულები,, ,,ამონიაკისა და შარდისმჟავის დაგროვება,, ,,ერითროციტების ფუნქციის მოშლა,, ამ პროცესების დროს, ,,ბეტა ოქსიდაცია, კეტონები, აცეტონი,,.

ვიცი, რომ ისაა თქვენი სურვილი,

თქვენი, ამ ვითომპოლიტიკოსების და ,,საკენჭეების,, ამ ახალი პოლიტიკური კოალას სურვილი, რომ მოგეშვან, თავი დაგანებონ და აკეთოთ ის, რაც გსურთ.

მაგრამ,

არ გამოვა ასე.

სააკაშვილის სიცოცხლე და ამას დამატებული ჩემი საკუთარი სამი ჰექტარი მიწა მაქვს თქვენგან დასაცავი, რუსისგან კიარა, ჯერჯერობით თქვენგან დასაცავი,

და ახლა გავჩუმდეთ?

მოსახლეობის 80%ის მიერ რომ უკვე ჩარეცხილია აი ეს პოლიტიკანები, გინდ ვითომ აეტური თუ ვითომ იქეთური, სინამდვილეში კი ერთი თამაშის მოთამაშეები, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება?

მე ეჭვი ერთ რამეში მეპარება, რომ, მართლა ნახულობს სააკასვილს ვინმე ექიმი და მართლა გვაქცს მისგან რაიმე მისეული ინფორმაცია”, - წერს ფრანგიშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ციხეში შიმშილობა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა