თეგებით ძიება

“ციხის კადრების”, ე.წ. “ცოცხების ეპიზოდი” მითია? – “არა ყოფილა ეგეთი რაღაცა, ექსპერტიზაზე გამატარეთ”(ვიდეო)

მედიაჰოლდინგი ქრონიკა, ელისო კილაძის ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს და წერს:

“მაშ ასე-მითი ცოცხების კადრების შესახებ დასრულებულია !

ვიპოვე ცოცხების სცენის მთავარი როლის შემსრულებელი გოჩა ყაზარაშვილი და ინტერვიუზე დავითანხმე !

ცხრა წლის მერე დარღვეული დუმილი…

მოყვა შოკისმომგვრელი დეტალები – როგორ და ვის მიერ დაიდგა ცოცხები !

ამიერიედან, ყველა ქოცს, ვინც ცოცხს ახსენებს ეს ვიდეო გაუზიარეთ”

ელისო კილაძე, “ტვ პირველთან” ამბობს, რომ ხელისუფლებამ იცოდა რომ ეს კადრები იყო დადგმული და დამალე, მისივე მტკიცებით, ეს კადრები რომ დადგმულია, ეს ექსპერტიზითაც დადასტურდა.

“მას პირობა ჰქონდა დადებული, რომ ამაზე არასოდეს ისაუბრებდა. ის უკვე გმირია, რადგან დადგა კამერასთან და ისაუბრა. ის იყო ძლიერი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. 9 წლის მერე დაარღვია დუმილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ყავარჯნებით გადაადგილდება. თქვა, რომ დასაკარგი არაფერი აქვს, დამცინესო, დუბლები აქვს, ხალხო, გადაღებული, რომ ყველაზე შთამბეჭდავი კადრები შემოესაღებია, მარტო მე კი არ დამცინეს, მთელ საქართველოს დასცინესო… ” – ჰყვება კილაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა