თეგებით ძიება

"იმედია ხვდებით, როგორ დასრულდება ე.წ. მეორე ტური "ბელოგრუზიაში" - ზურაბ ურული

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, საქართველიში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ისევ კონტექსტის ადეკვატურად აღქმაზე ...
როდესაც ქვეყანაში არ უშვებენ საერთაშორისო კლასის დამოუკიდებელ ჟურნალისტს და არ უშვებენ საერთაშორისო კლასის ადვოკატს, ეს უკვე პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ე.წ. მთავრობა საკუთარი ნამოქმედარის მართებულობაში დარწმუნებული არ არის; უფრო მეტიც, იცის რომ დამნაშავეა. მე მგონი აშკარაა, რომ უკვე შევედით ბელორუსიის კატეგორიაში და აწი სულ უფრო "დავიხვეწებით".
იმედია ხვდებით, როგორ დასრულდება ე.წ. მეორე ტური "ბელოგრუზიაში".
ისინი, ვინც დღეს დუმილს ამჯობინებთ, ხელს აწერთ არაერთი თანამემამულის ფიზიკურ განადგურებაზე, თაობების მოსპობასა და გარყვნაზე, სრულ დეგრადაციაზე.
არ არის დღეს ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პრიორიტეტი. სახელმწიფომ თავისივე ბიბლიას, კონსტიტუციას გადაუხვია და დიქტატურაში დაყვინთა", - წერს ზურაბ გურული.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა