თეგებით ძიება

"სრულიად გამაოგნებელია... იმედს ვიტოვებთ, სამწუხარო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე" - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენდირექტორი, ნიკა გვარამია, Ipsos Global-ის კვლევის სკანდალს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"სრულიად გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია მთავარი თავისი დიდი ხნის კეთილსაიმედო პარტნიორი კომპანიის Ipsos Global-ის პოზიციას პირველად ისმენს ქართული ოცნების მიერ გამართულ ბრიფინგზე. იმედს ვიტოვებთ, სამწუხარო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და უახლოეს საათებში მივიღებთ შესაბამის ახსნა-განმარტებას და ეს ინციდენტი ამით ამოიწურება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავარი არხი საკუთარ პოზიციას ხვალ 12 საათზე გააცნობს საზოგადოებას", -წერს გვარამია ფეისბუქზე.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ Ipsos-ის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებით, ზუგდიდში მამუკა წოწერია იმარჯვებს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ კი, არასწორი მონაცემები გაავრცელა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა