თეგებით ძიება

“თვითმკვლელობა ნებადართული კი არა დანაშაულია, ამ მდგომარეობამდე მიყვანა კი ისჯება” – ირაკლი წულაია

ჟურნალისტი ირაკლი წულაია სოციალურ ქსელში პრემიერის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, "ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს".

„თვითმკვლელობა ნებადართული კი არა დანაშაულია, ამ მდგომარეობამდე მიყვანა კი ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. ნაცები თავისი ქმედებებით, ქოცებს აძლიერებენ და ქოცები ნაცებს. ტანგო გრძელდება აგეტირება ისეთი ვნებებით, ამ ხალხს როგორ ჯერათ თქვენი აი მთავარი კითხვა!“

ცნობისათვის, პრემიერ ღარიბაშვილის მიერ გუშინ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. “ფინალი არ ვიცი რა შეიძლება იყოს, ადამიანი თუ თავის ჯანმრთელობას იზიანებს, უფრო მეტი, კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება. ადამიანი თუ გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია მოიკლას, ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა