თეგებით ძიება

"ღარიბაშვილს თავი მეფე ჰგონია" - ნიკა სიმონიშვილი

"კანონში არსად არ წერია, თვითმკვლელობის უფლება რომ გვაქვს. სიცოცხლის უფლება თვითმკვლელობის უფლებას არ მოიცავს. სახელმწიფოს არათუ არ აქვს უფლება, არ დაიცვას ჩვენი სიცოცხლის უფლება, არამედ აქვს პირდაპირი ვალდებულება, მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ ეს უფლება იყოს გარანტირებული. ფაქტობრივად ყოველდღიურად საკუთარი სამართლის წიგნს წერს, თავი მეფე ჰგონია", – წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა TV იმედის ეთერში მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრისას თქვა, რომ კანონის თანახმად, ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს, სახელმწიფო კი ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა