თეგებით ძიება

ე.წ. “პრემიერის” მაქსიმა თვითმკვლელობაზე — ტესტია" - ლევან ბერძენიშვილი

"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი, პროფესორი ლევან ბერძენიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს სუიციდთან დაკავშირენით, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ე.წ. “პრემიერის” მაქსიმა თვითმკვლელობაზე — ტესტია. ამის შემდეგ ვინც 41-ს შემოხაზავს, ლატენტურ კაციჭამიობას აღიარებს. აბა, თქვენ იცით, გიყვარდეთ თქვენი ბრძენი მამა და მისი ერთგული მოციქული. “არა კაც კლა” არა ისა… დაიჭირე, მოკალი, შეჭამე!", წერს ბერძენიშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა, მესამე პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა, რომ თვითმკვლელობა ადამიანის უფლებაა, რაც კანონშიც გაწერილია, სახელმწიფო კი სუიციდზე პასუხისმგებლობელი არაა.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ექსპრეზიდენტი დაკავების დღიდან შიმშილობს.



"ე.წ. “პრემიერის” მაქსიმა თვითმკვლელობაზე — ტესტია. ამის შემდეგ ვინც 41-ს შემოხაზავს, ლატენტურ კაციჭამიობას აღიარებს"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა