თეგებით ძიება

"ამ ფულის, როზგის და შარდის სუნით გაჟღენთილი არჩევნების “მოგების” ფასი ხელისუფლებისთვის არის საპარლამენტო არჩევნების გარანტირებული წაგება" - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი 30 ოქტომბერს გამართულ არჩევნებს აფასებს და წერს, რომ ახლა მთავარია, ამ საზოგადოებამ იპოვოს საკუთარ თავში ძალა, რომ უზრუნველყოს ის მომავალი, რომელიც დაასრულებს მანკიერ პოსტ-საბჭოურ სისტემას და რომელიც შექმნა ერთმა, გადაიბარა მეორემ და განავითარა მესამემ.

"ამ ფულის, როზგის და შარდის სუნით გაჟღენთილი არჩევნების “მოგების” ფასი ხელისუფლებისთვის არის საპარლამენტო არჩევნების გარანტირებული წაგება.
რაც უფრო შორს გადაიწევს ეს არჩევნები, მით უფრო კატასტროფული იქნება ეს მარცხი და მით მეტი პასუხისმგებლობა იმ “საგმირო საქმეებზე”, რაზეც ხელისუფლებაში მოკალათებული ჯგუფი ხელს აწერს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.

ახლა მთავარია, ამ საზოგადოებამ იპოვოს საკუთარ თავში ძალა, რომ ხელების ჩამოშვების, ან პირიქით შუბლით დატაკების ნაცვლად, იფიქროს და უზრუნველყოს ის მომავალი, რომელიც დაასრულებს მანკიერ პოსტ-საბჭოურ სისტემას და რომელიც შექმნა ერთმა, გადაიბარა მეორემ და განავითარა მესამემ….", - წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა