გიზო ჟორდანია დღეს 90 წლის გახდებოდა
დღეს, 25 სექტემბერს ქართველი რეჟისორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, გიზო ჟორდანია 90 წლის გახდებოდა.
იგი 2016 წლის 19 ნოემბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გიზო ჟორდანია არაერთი ჯილდოს მფლობელი და პრემიის ლაურეატი იყო. 2014 წელს, 80 წლის საიუბილეო თარიღის ფარგლებში, ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოთი "ხელოვნების ქურუმით" დაჯილდოვდა. გიზო ჟორდანიას დადგმული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი, 70-ზე მეტი შოუ და სახალხო დღესასწაული როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
გიზო ჟორდანიას ბოლო დადგმით "აბესალომ და ეთერი" 2016 წელს ოპერის განახლებული თეატრი გაიხსნა.