რა გავითვალისწინოთ სამზარეულოს დანების შერჩევისას?
სამზარეულოს დანების არჩევისას დიდი სიფრთხილე გვმართებს. ასეთ დროს არ შეიძლება შემთხვევითობის პრინციპით იმოქმედო. პირიქით, კარგად უნდა დაფიქრდე და ზუსტად შენზე ზედგამოჭრილი ატრიბუტი შეიძინო. არ აქვს მნიშვნელობა დანა სახლისთვის გჭირდება, თუ პროფესიული მიზნებისთვის. ორივე შემთხვევაში დიდი დაკვირვებაა საჭირო. შენი კულინარიული მისწრაფებების სისრულეში მოსაყვანად, აუცილებელია, გქონდეს სწორი იარაღი, რომელიც არ დაგაღალატებს და ერთგულად გემსახურება. დღეს განვიხილავთ იმ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელთა გათვალისწინებაც სამზარეულოს დანის შერჩევაში დაგეხმარება.
სამზარეულოს დანის ტიპები
სამზარეულოს დანები ერთმანეთისგან ბევრი კრიტერიუმით განსხვავდება. ზოგიერთი მათგანი ზომით უფრო დიდია, ზოგი - პატარა. ვიზუალის გარდა, განსხვავება მასალასა და დანის პირის ფორმაშიც შეიძლება იყოს გამოხატული. ცხადია, ეს დეტალები დანის დანიშნულებას განსაზღვრავს. როგორც წესი, მცირე ზომის დანები უმეტესად ბოსტნეულის საჭრელად გამოიყენება. ხორცის, თევზისა და ყველის დასაჭრელად კი უფრო დიდი ზომის დანაა მოსახერხებელი. ამას გარდა, ცალკე ტიპს უნდა მივაკუთვნოთ პურის დანები, რომლებსაც დამახასიათებელი ხერხისებური პირი აქვთ. კარგი კულინარის სამზარეულოში ყველა ზევით ჩამოთვლილი ტიპის დანა უნდა მოიძებნებოდეს. თუ შესაფერის ატრიბუტებს ეძებ, დაათვალიერე სამზარეულოს დანების დიდი არჩევანი და აღჭურვე შენი სამზარეულო ყველა აუცილებელი იარაღით.
როგორ შევარჩიოთ დანის პირი
ცხადია, პირველი, რაც სამზარეულოს დანის შერჩევისას უნდა გაითვალისწინო, დანის პირია. ამ შემთხვევაში, ორ მნიშვნელოვან ფაქტორს ექცევა ყურადღება - მასალასა და ფორმას. ზოგიერთი სამზარეულოს დანა უჟანგავი ფოლადით არის დამზადებული, ზოგი - კერამიკულია. რაში მდგომარეობს განსხვავება? პირველ შემთხვევაში, სამზარეულოს დანები უფრო გამძლეა და არც ბევრი მოვლა სჭირდება. ამისგან განსხვავებით, კერამიკული დანები ბასრი და მსუბუქია, რაც მათ მოსახერხებელ, თუმცა, შედარებით მყიფე იარაღად აქცევს. რაც შეეხება დანის პირის ფორმას, ალბათ, შეამჩნევდი, რომ ზოგ სამზარეულოს დანას წაწვეტებული თავი აქვს, ზოგი უსწორმასწოროა, ზოგი - ხერხისებური, ზოგი დიდია, ზოგიც - პატარა. თუ სამზარეულოს დანა სპეციფიკური მიზნისთვის გჭირდება, შეძენისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ზემოთ ჩამოთვლილი დეტალები.
დანის ტარის დასამზადებლად გამოყენებული მასალები
სამზარეულოს დანის არჩევისას არანაკლებ დიდი ყურადღება ექცევა მასალას, რომლითაც დანის ტარია დამზადებული. ხშირად სამზარეულოს დანის ტარი ხისაა. ხე გამძლე მასალაა და არც იჟანგება. ამასთან, ხელში დასაჭერადაც კომფორტულია. ერთადერთი საფრთხილო ფაქტორი, ამ შემთხვევაში, ისაა, რომ ხის დანის ტარს მეტი მოვლა და კარგად გასუფთავება სჭირდება. მცირე ზომის სამზარეულოს დანებს ხშირად პლასტმასის ტარი აქვთ. ხისგან განსხვავებით, პლასტმასა გაცილებით მარტივად იწმინდება, თუმცა, ისიც არ დაგავიწყდეს, რომ პლასტმასა ხელში ცურავს და ამ მხრივ ნაკლებად კომფორტულია. შედარებით ძვირადღირებულ სამზარეულოს დანებს კერამიკის ტარი აქვთ, რაც მათ კომფორტულ და გამძლე იარაღად აქცევს. ამის მიუხედავად, ყოველდღიური გამოყენებისთვის შესაძლოა არ ღირდეს მათი შეძენა, რადგან ისინი გაცილებით მძიმე და არაკომპაქტურია.
სიმსუბუქე და კომპაქტურობა
იმისთვის, რომ სამზარეულოს დანა შენს საჭიროებებზე იყოს მორგებული, უნდა გაითვალისწინო მისი პროპორციები და წონა. თუ დანა შენთვის ზედმეტად მძიმეა, დიდი ალბათობით საქმის კეთებაში არ გამოგადგება. ამიტომ, კარგი იქნება, თუ კომპაქტურ და მსუბუქ იარაღს შეარჩევ. გაითვალისწინე, წონა თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული დანის პირსა და ტარს შორის, რათა მოქმედებაში ხელი არ შეგიშალოს. ზოგიერთი მზარეული ხორცის დასაჭრელად მძიმე იარაღს ამჯობინებს, თუმცა ესეც პირად პრეფერენციებზეა დამოკიდებული. მთავარია, შენ იგრძნო თავი კომფორტულად.
როგორ უნდა მოუარო სამზარეულოს დანას
იმისთვის, რომ სამზარეულოში უსიამოვნო ინციდენტებს არ ჰქონდეს ადგილი, წინასწარ გაითვალისწინე, რომ იარაღებს სათანადოდ ზრუნვა სჭირდებათ. ეს მოიცავს რეგულარულ საფუძვლიან წმენდას, გალესვასა და შესაბამის პირობებში შენახვას. ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად გარეცხე დანა და შემდეგ ტილოთი გაამშრალე, ისე, რომ ზედაპირზე წყლის წვეთები არ დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეული დროის შემდეგ დანა დაჟანგდება. იმისთვის, რომ შენი იარაღი არ დაბლაგვდეს, პერიოდულად მისი გალესვა მოგიწევს. არსებობს ლესვის სხვადასხვა მეთოდი. თუ დახმარებისთვის პროფესიონალს მიმართავ, აუცილებლად შემოგთავაზებს შენთვის ყველაზე შესაფერის ტექნიკას. თუ ამ მარტივ წესებს მიჰყვები, დამატებით საზრუნავს აირიდებ თავიდან.
შეჯამება
სამზარეულოში იმაზე უკეთ ვერაფერი გაგიწევს დახმარებას, ვიდრე სწორად შერჩეული დანა. ამიტომ, კარგი იქნება, თუ მას დაუფიქრებლად არ აარჩევ. იმედი გვაქვს, ჩვენი რჩევები შენზე მორგებული, კომფორტული იარაღის პოვნაში დაგეხმარება. კარგმა დანამ შეიძლება კულინარია კიდევ უფრო შეგაყვაროს და სამზარეულოში ექსპერიმენტების ჩატარებისკენაც კი გიბიძგოს.