თეგებით ძიება

21 მარტს ჩაინიშნა სასწრაფო ოპერაცია. კარგი ის არის, რომ გადარჩენა შესაძლებელია! - საზოგადოება მანანა მენაბდის დასახმარებლად ერთიანდება

სოციალურ ქსელში მანანა მენაბდის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ძალიან, ძალიან გვჭირდება თქვენი დახმარება!!!
უნდა გავაკეთოთ ის, რაც არაერთხელ გაგვიკეთებია და ბევრი სიცოცხლეც გადაგვირჩენია!
გწერთ ჩვენს საყვარელ მანანა მენაბდესთან დაკავშირებით, რომელსაც დაუდგინდა პანკრეასის სიმსივნე. სტამბოლში გაკეთდა ბიოფსია და ნაღვლის ამოტუმბვა, რადგან სიმსივნე აწვებოდა სადინარს და დაწყებული იყო ინტოქსიკაცია. პირველადი კვლევების თანხა გამოყო მერიამ და ჯანდაცვის სამინისტრომ. საქმე გვაქვს ადენოკარცინომასთან.
21 მარტს ჩაინიშნა სასწრაფო ოპერაცია. საწყის ეტაპზე დაახლოებით 28 000 დოლარია საჭირო.
კარგი ის არის, რომ არ არის მეტასტაზი.
კარგი ის არის, რომ მანანას გადარჩენა შესაძლებელია!
კარგი ის არის, რომ ექიმები ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ!
ერთი მანანა მენაბდე გვყავს და ვიცი, ამაში მეთანხმებით!
ძალიან გთხოვთ, თუ შეგიძლოათ და გაქვთ ამის სურვილი, დავეხმაროთ მანანას.
მიმღები - გ.მ.
მიმღები - თ.მ.
დაემატეთ ამ ჯგუფში! აქ ყველა დეტალი და.დოკუმენტია თავმოყრილი
p.s მანანამ საკუთარი დიაგნოზის დეტალები არ იცის, აქ შემოსვლა დროებით შევუზღუდეთ, თუმცა წვდომა აქვს მესინჯერზე. გთხოვთ, არ დაეკონტაქტოთ. მან არ იცის ბევრი დეტალი.
მერე ერთი დიდი კონცერტი გავმართოთ და ყველას გვიმღეროს გადარჩენის სიმღერა - ვკითხულობთ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა