როგორი სახლი და ინტერიერი შეეფერება ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებს?
თევზებისთვის მნიშვნელოვანია სიმშვიდე, სადაც საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოვდება; ლომს კი მდიდრულად მოწყობილი მეფური დარბაზები შეშვენის. მოდით, ჯერ ცეცხლის სტიქიის იდეალური სახლები და ინტერიერი მიმოვიხილოთ.
ცეცხლის ნიშნები – ვერძი, ლომი, მშვილდოსანი
ცეცხლოვანების სახლში სტიქიები (ხე, წყალი და მიწა ჰარმონიულად უნდა იყოს შერწყმული). შეიძლება სახლში ხის ავეჯი ჰქონდეთ, მაგრამ ისეთი კი არა, როგორიც მათ მეზობელს, არა, ექსკლუზიური, ყველასგან გამორჩეული. შეიძლება ბებიიის სკივრს რესტავრაცია ჩაუტარონ და ის დადგან თვალშისაცემ ადგილას. კედლებზე ზღვის პეიზაჟები ჩამოკიდონ. ფლორის მოყვარულებმა რაფაზე წითელი, ბორდოსფერი, ყვითელი და ფორთოხლისფერ ყვავილებიანი მცენარეები შემოდგით. ქოთნები ფაიფურის ან ტერაკოტის უნდა იყოს. თუ ყვავილები ოთახის კუთხეებში უნდა შემოდგათ, სანათები, ლამფები და სანთლები პირიქით, გამოსაჩენ ადგილას, სადაც ცეცხლის ენერგიის დაგროვება ხდება. აგრეთვე კარგი იქნება, ოთახში თბილი ოქროსფერი ფარდები ჩამოკიდოთ, და ამავე ფერის გადასაფარებლები და ბალიშები იქონიოთ.
ცეცხლოვანი ადამიანები კომფორტის მოყვარული ხალხია და სახლში აუცილებლად აქვთ თანამედროვე ტექნიკა. აგრეთვე, ძალიან უყვართ საკუთარი თავი და არ გაგიკვირდეთ, კედელზე მათ პორტრეტს თუ ნახავთ.
აქტიურობის მიუხედავად, ცეცხლოვანებს უყვართ განმარტოება. შეიძლება მყუდრო კუთხე მოიწყონ ოთახში ან სავარძელი ფანჯარასთან.
თუ კედელზე ნახატების განთავსება გადაწყვიტეთ, ვერძმა წითელ ტონებში შესრულებული ავანგარდული ტილოები აირჩიეთ. ლომს ყველაფერი მდიდრული უყვარს და ბინასაც ანტიკვარებით მორთავს. მისი საყვარელი ადგილი კი ბუხართან იქნება. მის წინ დაგებული ცხოველის ბეწვით.
მშვილდოსანი უპირატესობას ავეჯ-ტრანსფორმერს (სავარძელი-საწოლი) ანიჭებენ. მისი ფერებია ალუბლისფერი, ბორდოსფერი, ლურჯი. აუცილებლად მორთავს სახლს სხვადასხვა ეგზორტიკური ქვეყნიდან ჩამოტანილი ნივთებით. მაგალითად აფრიკული ნიღბებით, აღმოსავლური ნოხებითა და ა.შ.
ცეცხლის სტიქიის ფერების ინტერიერში გამოყენება ცეცხლოვანი ნიშნების გარდა სხვებსაც შეგიძლიათ. მთავარია, სურვილი გქონდეთ სიცოცხლის ხალისი, მიზანსწრაფულობა და ენერგიის მოზღვავება შეიგრძნოთ. წითელი ფერი შეგიძლიათ გამოიყენოთ სამზარეულოში, სასადილო ზონაში; ეს ფერი ოპტიმიზმსა და ერეგიას შეგმატებთ.
ახლა ცეცხლოვანი ნიშნები ცალ-ცალკე განვიხილოთ
ვერძი ბუნებით მაქსიმალისტია. უყვარს ყველაფერი დიდი, ძვირფასი და თანამედროვე. პატარა ოთახში შეიძლება არაკომფორტულად იგრძნოს თავი. აქტიურმა ვერძებმა ინტერიერი წითელ, ბორდოსფერ, მკვერ ვარდისფერ, ალისფერში უნდა მორთონ. სასურველია, ასეთი აქცენტი ოფისშიც გამოიყენონ. ვერძი ბუნებით დამპყრობელია. კედლებზე, გამოსაჩენ ადგილას შეგიძლიათ წარმატების მომენტში გადაღებული ფოტოები და თავად ჯილდოები გამოფინოთ. მისაღები ოთახი აუცილებლად ექნება დიდი ტელევიზორი ან საოჯახო კინოთეატრი, მოხერხებული სავარძლები და ფუმფულა ტახტი ბალიშებით. დასაძინებლად ვერძი გასაშლელ ტახტზე არასდროს დაწვება. მას განიერი, მოხერხებული საწოლი უნდა ჰქონდეს. დასვენებისთვის კი შეიძლება იზოლირებული ოთახი დასჭირდეს, სადაც, განწყობის მიხედვით, დახატავს ან იცეკვებს. აგრეთვე აუცილებლად მოიწყვეთ სავარჯიშო კუთხე. ფიზიკური აქტივობის გარეშე შეიძლება დეპრესიაშიც კი ჩავარდეთ. ვერძს თანამედროვე ინტერიერი ხიბლავს, მაგრამ მის სახლშიც შეიძლება შეხვდეთ მოჩუქურთმებულ ჩარჩოში ჩასმულ სარკესა და ვინტაჟის ნივთებს. რაც შეეხება სახლის მდებარეობას, ვერძი აუცილებლად ქალაქის ცენტრს აირჩევს.
ლომისთვის სახლი ციხესიმაგრეა. მას მოეწონება დიდი, ნათელი ოთახები (პატარა ოთახში თავს გალიაში გამომწყვდეულივით იგრძნობს), სადაც ყვავილებს დადგამს. კედლებზე ცნობილი მხატვრების ტილოებს ჩამოკიდებს. შეიძლება ერთი კედელზე საგვარეულო ხე და წინაპრების ფოტოები განათავსოს. ერთ-ერთ კედელს აუცილებლად დაუთმობს ძველებურ ჩარჩოში მოთავსებულ გიგანტურ სარკეს. თუ ნამდვილი ბუხრის დადგმას ვერ შეძლებს, ხელოვნურს მაინც იქონიებს. ავეჯს აუცილებლად კლასიკურს აარჩევს. ზოგიერთ ლომს მასიური ავეჯი უყვარს. ფერებიდან წითელს, ყვითელს, ფორთოხლისფერს, ოქროსფერს გამოიყენებს. აუცილებლად ექნება სახლში ჩაის ძვირფასი ფაიფურის სერვიზი, რომლითაც სამეფო წვეულების დროს ისარგებლებს. მისაღებში შეიძლება ანიმალისტური პრინტის ბალიშები, გადასაფარებლები, პლედები და ფარდები გამოიყენოს. სამზარეულო აუცილებლად დიდი ექნება, სადაც საშუალება მიეცემა, საკუთარი კერძებით გაუმასპინძლდეს მეგობრებს. გამორიცხული არაა ბარიც ჰქონდეს მოწყობილი. სხვათა შორის, ლომი ძალიან კარგი მასპინძელია. იგი ხშირად აწყობს წვეულებებს და ცდილობს, ყველა სტუმარმა თავი კომფორტულად იგრძნოს.