„ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ, რომ შევუერთდი Gucci-ის ოჯახს“ - დემნა გვასალია
ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია, იტალიური მოდის სახლის, Gucci-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი გახდა.
გვასალიამ სახელი ყველაზე მეტად ესპანური მოდის სახლი Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით გაითქვა — დიზაინერი ამ როლს 2015 წლიდან ასრულებდა.
„ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ, რომ შევუერთდი Gucci-ის ოჯახს. ჩემთვის დიდი პატივია წვლილი შევიტანო სახლში, რომელსაც ღრმად ვცემ პატივს და დიდი ხანია აღფრთოვანებული ვარ. მოუთმენლად ველი, რომ სტეფანოსა და მთელ გუნდთან ერთად Gucci-ის საოცარი ისტორიის ახალი თავი დავწერო“,
ამის შესახებ ინფორმაციას "ინსტაგრამზე" დიზაინერის ოფიციალური გვერდი "demnagram"-ი ავრცელებს.