თეგებით ძიება

"ჩემი წალენჯიხელები არადროს იდრეკენ ქედს არავის წინაშე და არასდროს თავსდებიან ხელწმიფის ნავში… " - პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში წალენჯიხაში ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვებას ეხმაურება და წერს, რომ წალენჯიხელები არადროს იდრეკენ ქედს არავის წინაშე.

"წალენჯიხა ყოველთვის არის, იყო და იქნება ჩემი ბიოგრაფიის გამორჩეული ნაწილი… ყველაზე ნამდვილი, ღირსეული, შინაგანად თავისუფალი და მტკიცე ქართველობა სწორედ საქართველოს ამ თვალწარმტაც კუთხეში სახლობს. შეუპოვარი, უდრეკი და უშიშარი ძველი კოლხები…
არავისი აზრი მაინტერესებს… ჩემი წალენჯიხელები არადროს იდრეკენ ქედს არავის წინაშე და არასდროს თავსდებიან ხელწმიფის ნავში…
შემთხვევითი არ იყო, რომ ზვიადს და მერაბს გამორჩეულად უყვარდა ჩემი ოდაბადე…
იქ არის ნამდვილი პროტესტი… იქაურ მთის კალმახს საოცარი თვისება აქვს, სულ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს…
სულ არ მაინტერესებს ვის მხარეს იყვნენ და ვის წინააღმდეგ, მათ საკუთარი თვითმყოფადობა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს…
ჰოდა, ჩემო წალენჯიხელებო, მე თქვენს გვერდით ვარ… ჩვენი დაუმორჩილებელი ხასიათი სხვა დროს აუცილებლად გამოგვადგება… ეს დრო კი, როგორც ჩანს, კარს არის მომდგარი!..", - წერს პეტრე კოლხი ფეისბუქზე.

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" მოიგო. მხოლოდ წალენჯიხაში წააგო სახელისუფლებო კანდიდატმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა