თეგებით ძიება

"ვულოცავ "ოცნებას" გამარჯვებას, ყველა კრიმინალს გილოცავთ, ვულოცავ კუჭგამომხმარ ხალხს, ვამაყობ ჩემი ერით!" - დომენიკ მანგო

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო 30 ოქტომბერს გამართულ არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ვულოცავ ქართულ ოცნებას გამარჯვებას, გილოცავთ ყველას გუშინდელ დღეს. განსაკუთრებით გილოცავთ ბავშვებს, დედის მუ*ლის გინებით და “ბაბაჩკების” ქნევით მოთვალთვალე თქვენი მამების დანახვას ქუჩებში, გილოცავთ ემიგრანტ დედიკოებს და მათ ზურგზე ჩამოკიდებულ მამიკოებს. ყველა კრიმინალს გილოცავთ, გილოცავთ ჩაქუქვას და ხრინწ-ნარევი ხმით საკუთარი დედის გინებას. ვულოცავ სრულიად საქართველოს კუჭგამომხმარ ხალხს, სახურავიდან თავზე რომ აწვიმს - გილოცავთ იმ წვიმის წვეთების საამურობას, ასე რომ გსიამოვნებთ. ყველას გილოცავთ, ვამაყობ ჩემი დედისმუ*ელა ერით!
წარმატებები, ვაშა ამხანაგებო", - წერს დომენიკ მანგო ფეისბუქზე.

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" მოიგო. მხოლოდ წალენჯიხაში წააგო სახელისუფლებო კანდიდატმა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა