თეგებით ძიება

"შეკითხვა მაქვს არჩევნებში "გამარჯვებულ" კალაძესთან ...ყველა თავმოყვარე ადამიანი გადახედავდა გუშინდელ მოვლენებს და დატოვებდა თანამდებობას!" - ლამარა აბჟანდაძე კალაძეს მიმართავს

ბლოგერი, ლამარა აბჟანდაძე არჩევნებში გამარჯვებულ თბილისის მერს, კახა კალაძეს სოციალურ ქსელში მიმართავს:

"ერთადერთი შეკითხვა მაქვს არჩევნების მეორე ტურში " გამარჯვებულ" კახი კალაძესთან.ბატონო კახი, გიღირს ეს, ასეთი ძალადობების ფონზე მიღებული გამარჯვება ქალაქის მერის თანამდებობაზე ყოფნად? ყველა თავმოყვარე ადამიანი გადახედავდა გუშინდელ მოვლენებს და დაუყონებლივ დატოვებდა თანამდებობას!", - წერს ლამარა აბჟანდაძე ფეისბუქზე.

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" მოიგო. მხოლოდ წალენჯიხაში წააგო სახელისუფლებო კანდიდატმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა