თეგებით ძიება

ემიგრანტები აშშ-დან საქართველოში ფულის გადარიცხვას წყვეტენ - პროტესტი უცხოეთიდან

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, გიორგი ნიკოლაიშვილი 30 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების გამო, პროტესტს აცხადებს და სხვა ემიგრანტებს მოუწოდებს, რომ საქართველოში ფულის გადარიცხვები შეწყვიტონ.

"გათენდა 31 ოქტომბერი, ყველამ უკვე ვიცით რაც მოხდა. მივმართავ ჩემ ემიგრანტ მეგობრებს და ფრენდებს: მე დღეიდან ვწყვეტ ყველანაირ საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობას, რაც ეხება საქართველოს. ფაქტია, რომ არ უჭირთ. გამოვდივარ ყველანაირი საქველმოქმედო ჩათებიდან და თანხის გადარიცხვებიდან, მოგიწოდებთ იგივეს თქვენც.

ჯერ ამით დავიწყოთ, მერე ნელნელა ცოტათი ოჯახებსაც რომ მოვაშიებთ, იქნებ ამით ეშველოს რამე. ბრბოს და მშიერი ხალხის ეშინია ყველა რეჟიმს!", - წერს გიორგი ნიკალაიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა