თეგებით ძიება

არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას… ეს ძალიან მძიმეა. ის, დაახლოებით, 20 კილოგრამით გახდა - ლიზა იასკო

მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი, ლიზა იასკო რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

იასკომ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და „ამას რამე უნდა მოვუხერხოთ, ის უნდა გათავისუფლდეს“.

„არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას… ეს ძალიან მძიმეა. ის, დაახლოებით, 20 კილოგრამით გახდა, აქვს ძალიან მძიმე სიმპტომები,“ — ამბობს იასკო.

საქართველოს არჩევნებთან თუ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხვების საპასოდ იასკომ აღნიშნა, რომ ამაზე ქართული მხარის სპიკერებმა უნდა ისაუბრონ.

რაც შეეხება უკრაინის პოზიციას, იასკო, როგორც რადას დეპუტატი, აცხადებს:

„ჩვენ გვინდა, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში, მაგრამ ბევრია დამოკიდებულები ქართულ ხელისუფლებაზე და იმ მოვლენებზე, რაც ახლა ხდება, ეს არის ქართული მხარის პასუხისმგებლობა,“ — ამატებს ის.

მიხეილ სააკაშვილი უკვე ერთი თვეა, რაც შიმშილობს. მისი თანაპარტიელები და მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმდება.

მხარდამჭერთა და პარტიის წევრთა ნაწილი სააკაშვილს მოუწოდებს შიმშილობა შეწყვიტოს, რათა მისი კიდევ უფრო არ დამძიმდეს. მათ შორის, არის პარტიის თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელიაც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა