თეგებით ძიება
11. 11. 2024 სპორტი

ქართველმა სამბისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვეს

ყაზახეთმა სამბოში 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე 6 მედალი მოიპოვა.

ჩემპიონობა იზეიმა ჯაბა თურქიამ (71 კგ), რომელმაც ფინალში ყაზახი სპორტსმენი დაამარცხა. ვიცე-ჩემპიონი გახდა ვახტანგ ჩიდრაშვილი (58 კგ); ბრინჯაოს მედლები კი მოიპოვეს მიშიკო ნოზაძემ (88 კგ), დავით ლორიაშვილმა (98 კგ) და გიორგი ქავთარაძემ (+98 კგ); ბრინჯაო მიიღო პარა სამბოში რამინ ყიფშიძემაც.

ქართველი სამბისტები მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა