თეგებით ძიება

"სუს-თან აქტივისტები შენობის ბლოკირებას ცდილობდნენ" - ვაჟა სირაძე

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქტივისტები შენობის ბლოკირებას ცდილობდნენ, რის გამოც ისინი დააკავეს.

დაპირისპირება პოლიციასა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის ამ დრომდე გრძელდება.

ცნობისთვის, აქციაზე მყოფი პირები ითხოვენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ასევე სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას, ვინაიდან მათი თქმით, სწორედ ამ უწყების ხელმძღვანელის დავალებით ხდება „მოქალაქეების უკანონო მიყურადება“.

რამდენი პირია დაკავებული ამ დროისთვის უცნობია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა