თეგებით ძიება

"ფეიკი" დასკვნა შესაძლოა გახდეს ისეთი რამ, რასაც ომბუდსმენის პირდაპირი პასუხისმგებლობა მოყვება - ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა "ფეიკია".

"ამ ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ შიმშილობის შემდგომ ეტაპთან დაკავშირებით - ეს რომ არ გააკეთა, ეს მარტივი დასტურია მისი პოლიტიკური მიკერძოების. ანუ იმ თავითვე "ფეიკია", რაც გააკეთა ე.წ. კონსილიუმმა.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, როცა იდება ასეთი "ფეიკ" დასკვნა მათ შორის ექიმებისა და სახალხო დამცველის მიერ - წარმოიდგინეთ ამ "ფეიკს" მოჰყვა გაგრძელება და გაგრძელება არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც ჩვენ გვეშინია. ამ შემთხვევაში ეს მორიგი "ფეიკი" ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის ომბუდსმენის და ექიმის", - თქვა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა