ჩინეთში ავტომაგისტრალის ჩამონგრევას 19 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთის გუანდონგის პროვინციაში, რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმის შემდეგ, ავტომაგისტრალის 17,9 მ სიგრძეზე ჩამონგრევის შედეგად, 19 ადამიანი დაიღუპა, 30 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, რეგიონის მთავრობამ შემთხვევის ადგილზე 500 სასწრაფო დახმარების პერსონალი გაგზავნა.
გასულ კვირას, ჩინეთის ყველაზე ხალხმრავალ პროვინცია გუანდონგში წყალდიდობის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 110 000 იძულებით გადაადგილდა. სტიქიამ ასევე დააზიანა ათობით სახლი; დაიხურა სკოლები და გაუქმდა ფრენები. ხელისუფლებამ ეკონომიკური ზარალი 140,6 მილიონი იუანამდე (19,4 მილიონი აშშ დოლარი) შეაფასა.