თეგებით ძიება

"მეც არ მჯერა, რომ ორივე ფოტოზე ერთი და იგივე ადამიანია... წუხელ და დღეს" - აკა სინჯიკაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"კარგი ამბის სათქმელად ვარ მოსული, წუხელ მოხუცი კაცი ვიპოვეთ მარჯანიშვილზე. პირდაპირ ასე ეძინა ტროტუარზე. უსახლკაროა რა თქმა უნდა და დასაძინებელი არ აქვს. ერთი თვეა უკვე, თურმე ქუჩაში სძინავს.

ჩვენ ფულის მოგროვება აღარ დაგვჭირდა, იმიტომ რომ წინა პოსტის ბებოსთვის გვქონდა შეგროვებული, რომელიც სამწუხაროდ ბებოსთვის ვერ გამოვიყენეთ,
ამიტომ წავიყვანეთ ეს კაცი დღეს აბაზანაში, ტანსაცმელის ბაზრობაზე და ბოლოს სახლში, რომელიც ვუქირავეთ და იქამდე იცხოვრებს სითბოში, სანამ საჭირო იქნება
უკვე აქვს ახალი, რამდენიმე წყვილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საჭმელი და არ გადაიხდის გადასახადებს. დანარჩენი ნელ-ნელა ყველაფერი კარგად იქნება
მეც არ მჯერა, რომ ორივე ფოტოზე ერთი და იგივე ადამიანია. წუხელ და დღეს.
უამრავი მადლობა თქვენ, ყველას, ვისითაც ვარსებობთ და ვეხმარებით სხვებს.
#სიკეთეგადამდებია", - წერს სინჯიკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა