ზოგან საშიში კატეგორიის ნალექი დაფიქსირდა... - მეტეოროლოგი მოსალოდნელ ამინდზე
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
"ორი დღეა, რაც საქართველოში ამინდი მვეთრად გაუარესდა, აცივდა, სანაპირო კურორტებზე ზოგან საშიში კატეგორიის ნალექი დაფიქსირდა 100 მმ მეტი, (ერთად თუ შევკრებთ ბოლო დღეების ნალექს, თითქმის იმდენი, რამდენიც წვიმს ერთ თვეში, ყველაფერი 24 საათში)მომდევნო სამი დღის განმავლობაში, საქართველოში კვლავ ნარჩუნდება ცივი და წვიმიანი ამინდი, ნალექის ძირითადი ნაწილი - ძლიერი წვიმის სახით, კვლავ სანაპირო ზოლში მოვა, რაც ქმნის დატბორვისა და წყალდიდობისთვის ხელსაყრელი პირობებს.მაღალმთიან ზონაში კვლავ გაგრძელდება თოვა და შეზღუდული ხილვადობა.მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დროდადრო ისევ იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე კი შტრომული სიტუაცია გაგრძელდება.რთული მეტეო პირობები განპირობებულია, ციკლონთან არსებული, ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსული ცივი და ძლიერ ნოტიო ჰაერის მასების გავლენით. 23 ოქტომბრიდან გამოიდარებს და გპირდებით მზის სხივებით გაჯერებულები, კვლავ გაიღიმებთ“ - წერს კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში.