"პრეზიდენტს აქვს აბსოლუტური ძალაუფლება, მაგრამ ბაიდენმა არ იცის, რომ ცოცხალია“ - დონალდ ტრამპი
პრეზიდენტს აქვს აბსოლუტური ძალაუფლება, მაგრამ ბაიდენმა არ იცის, რომ ცოცხალია, – ამის შესახებ დონალდ ტრამპა განაცხადა. ამერიკის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის განცხადებით, ჯო ბაიდენს "იყენებენ, როგორც ბუტაფორიას".
მისივე თქმით, არჩევნებზე მისი კონკურენტი დემოკრატებიდან კამალა ჰარისი უფრო საშიშია, რადგან ის, "არსებითად, მარქსისტია, ისევე, როგორც მისი მამა".
დონალდ ტრამპმა ასევე გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაცია საზღვრის კონტროლის მხრივ ხარვეზების გამო. ტრამპმა აღნიშნა, რომ, თავისი პრეზიდენტობის პერიოდში, აშშ-ის საზღვარი "ყველაზე ძლიერი" იყო.