თეგებით ძიება

"არ ასრულებს თავის მოვალეობას, მაშინ რატომ ვუხდით ხელფასს?" - ნინო ფოჩხუა სახალხო დამცველზე

ფეისბუკმომხმარებელი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში საქართველოს სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე წერს, რომ ის მხოლოდ სააკაშვილის სახალხო დამცველია.

„სახალხო დამცველი“, ეს სიტყვები თავისთავად პასუხს სცემს ამ ინსტიტუტის არსს და არსებობას. წარმომიდგენია მთელი მსოფლიოს პატიმრები როგორ გულის ფანცქალით და იმედით ელოდებიან ციხეში მის გამოჩენას. ამაშიც როგორი გამორჩეულები ვართ, ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ამ ქალბატონს, რომელიც ალბათ ისეთივე მანიაკია, როგორც მისი პრეზიდენტი, ციხეში შესვლისას პატიმრები აგინებენ, თუმცა იმსახურებს. ის ხომ მხოლოდ სააკაშვილის სახალხო დამცველია და მიკერძოებული „ნაცების“ სასარგებლოდ. სხვა პატიმრები არ აღიარებენ და არც ეიმედებათ, ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს. როგორც იცის საზოგადოებამ, საერთოდ არ შედის ციხეში, არ ასრულებს თავის მოვალეობას, მაშინ რატომ ვუხდით ხელფასს, რატომ ვქირაობთ მისთვის ძვირად ღირებულ ოფისს? მას რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, დღესვე გადადგებოდა და საკუთარ მომავალზე იფიქრებდა“, - წერს ნინო ფოჩხუა.





თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა