თეგებით ძიება

"გადაარჩინეთ პაციენტის სიცოცხლე და თქვენც გაგიჩნდებათ გადარჩენის და რეაბილიტაციის შანსი... " - ნანა გეგჭკორი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ქართველ კოლეგებს მიმართავს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადარჩენისკენ მოუწოდებს.

"ციხის ექიმებმა უნდა გამოიჩინონ პროფესიული პატიოსნება, თუ ცხადია ასეთი გააჩნიათ, და ღიად განაცხადონ პაციენტის მდგომარეობის შესახებ. მათ უკვე დაუშვეს მნიშვნელოვანი შეცდომებიც და ნაწილმა ჩაიდინა დანაშაულიც, ასე რომ კანონით პასუხისმგებლობას ვერანაირი გამოსავლით ვერ აცდებიან.

პროფესიული მოვალეობის, ამ ეტაპზე მაინც, პატიოსნად შესრულება ოდნავ შეუმსუბუქებთ დანაშაულის მორალურ მხარეს.
კარგად დაფიქრდით კოლეგებო და გადახედეთ ანალოგიურ მაგალითებს ოლიგარქიულ-ავტორიტარულ ქვეყნებში.
დამკვეთები არასდროს კისრულობენ პასუხისმგებლობას. ისინი ყიდულობენ თქვენს სინდისს და სხეულს იმისთვის რომ შავი საქმეც და პასუხისმგებლობაც თქვენ აგკიდონ.

მაგნიცკის სიაში პუტინი არ არის, შემსრულებლები არიან მხოლოდ.
შემსრულებლების, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელ ნაწილს, როგორც წესი, ფიზიკურად უსწორდებიან ხოლმე დიქტატორები.
გადაარჩინეთ პაციენტის სიცოცხლე და თქვენც გაგიჩნდებათ გადარჩენის და რეაბილიტაციის შანსი...

P.S. ვისაც კითხვები აქვს საექიმო დანაშაულთან დაკავშირებით იხილეთ წინა პოსტები იძულებით მკურნალობაზე, პაციენტის მიმართ გულგრილობაზე და სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოუჩენლობაზე", - წერს გეგეჭკორი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პირველი ოქტომბრის შემდეგ შიმშილობს, გონება ცოტა ხნის წინ დაკარგა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა