თეგებით ძიება

"ნაცმოძრაობა" გეგმებს ცვლის - ნიკა მელია მოქალაქეებს ხვალ რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, იოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია სამ ლოკაციეზე უქმდება.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე მელიამ განაცხადა, ახლა საჭიროა სრული მობილიზება და ერთობა, ამიტომ, ის მოქალაქეებს ხვალ რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

"ვაუქმებთ მსვლელობას 3 ლოკაციიდან, ხვალ გელოდებით რესპუბლიკის მოედანზე, 15:00 საათზე. თბილად ჩაიცვით და მოემზადეთ სამართლიანი, არაძალადობრივი ბრძოლისთვის", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პირველი ოქტომბრის შემდეგ შიმშილობს, გონება ცოტა ხნის წინ დაკარგა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა