„ოქროს ჯაჭვს თავისუფლება სჯობს!“ - თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების პროტესტი
თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროტესტი ამ ფორმით გამოხატეს.
30 აპრილს ღამით „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების აქცია ცრემლმდენი გაზით დაარბიეს, გამოიყენეს წყლის ჭავლი და აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
აქციაზე დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის სასტიკადაა ნაცემი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. ნაცემია კიდევ ერთი პარლამენტარი - „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
საპროტესტო აქციაზე გამოიკვეთა ნიღბიანი ადამიანი, რომელიც სპეცრაზმელების მხარეს იდგა და დემონსტრანტებს სახეში მუშტს ურტყამდა.
აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა კლინიკაში სამედიცინო დახმარების მისაღებად გადაიყვანეს 11 მოქალაქე - მათგან ექვსი პოლიციელი იყო.