თეგებით ძიება

"დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში!" - გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე "ქართულ ოცნებას მიმართავს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.

"მივმართავ “ქართულ ოცნებას”, დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში!
ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოველგვარ პოლიტიკის საზღვრებს სცდება.

განსაცდელში მყოფი ადამიანის ამ მდგომარეობაში არ დატოვება არის ადამიანურობის, ქრისტიანობის და ღირსების საკითხი.
თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებაა, რომ ჩვენი ქმედებებით ან უმოქმედობით არ დავაყენოთ არცერთი ადამიანის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ", - წერს ვაშაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პირველი ოქტომბრის შემდეგ შიმშილობს, გონება ცოტა ხნის წინ დაკარგა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა