თეგებით ძიება

"რეანიმაციაში რომ გყოლიათ სააკაშვილი, რატომ მალავდით და რატომ არ აპირებდით თქმას?" - ვახო სანაია პენიტენციურის პიარს მიმართავს

ჟურნალისტი, ვახო სანაია იუსტიციის სამინისტროს, სპეციალური პენიტენციური დაწესებულების პრესსამსახურის უფროსს, ნათია გედენიძეს სოციალურ ქსელში მიმართავს.

"ვინ, ვინ და შენზე კარგად არავინ იცის, რას ნიშნავს პატიმარი და მისი ჯანმრთელობა !
ეს ექიმი რისთვის გამოიყვანე და რატომ გაიტაცე ისევ ?
რეანიმაციაში რომ გყოლიათ სააკაშვილი, რატომ მალავდით და რატომ არ აპირებდით თქმას ?
ან
რას ნიშნავს, შემთხვევით მოხვდა დაწესებულებაში და დაემთხვა რეანიმატოლოგის ყოფნა გონების დაკარგვის მომენტს ?", - წერს ვახო სანაია.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პირველი ოქტომბრის შემდეგ შიმშილობს, გონება ცოტა ხნის წინ დაკარგა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა