თეგებით ძიება

"უცხო ნომერი მირეკავს, არ მახსოვს ვინ იყო - მითხრა, რომ ერთ პოლიტიკოსს ამ ქალის დახმარება უნდოდა..." - ჟურნალისტის ემოციური პოსტი

ჟურნალისტი, ნიკა საჯაია "დროას" ლიდერზე, ელენე ხოშტარიაზე წერს:

"ბავშვთა სამყარო" რომ დაიწვა ხომ გახსოვთ?
მანდ ერთი ქალი მუშაობდა და იქვე ერთ გამოყოფილ ოთხაში ცხოვრობდა - მარტოხელა, აფხაზეთიდან იყო დევნილი... ამ ქალს, უკვე ხანში შესულს, ისევ თავიდან უნდა დაეწყო ყველაფერი. მისი საცოდაობით, სხვა დაზარალებულები იმდენად წუხდნენ, რომ მედიას ჯერ იმ ქალის ჩაწერას სთხოვდნენ, შემდეგ კი თავიანთ პრობლემაზე იწყებდნენ საუბარს.
მაშინ ამ ქალზე ცალკე სიუჟეტი გავაკეთე - ვიდეოს ბევრი გამოხმაურება მოყვა.
მეორე დღეს უცხო ნომერი მირეკავს, არ მახსოვს ვინ იყო - მითხრა, რომ ერთ პოლიტიკოსს ამ ქალის დახმარება უნდოდა.
"სახლში უნდა წაიყვანოს, და რითაც შეძლებს დაეხმარება - უბრალოდ არ აქვს საკონტაქტო და იქნებ დაგვეხმაროო"
თან სასტიკად გამაფრთხილა, რომ ეს არავის უნდა გაეგო, გადაღებაზე და ცალკე "ამბავის" გაკეთებაზე ზედმეტი იყო საუბარი... არა და რამდენია, არ გაკეთებულითაც რომ თავს იპიარებს (ამოწყდნენ )))
ამ დღის მერე სხვანაირად შევხედე, ამ ახალბედა პოლიტიკოსს, რომელიც არასამთავრობოებიდან მახსოვდა. ბევრი ადამიანური მომენტი დავინახე მასში - მისი პრინციპულობა კი ყოველთვის სამაგალითო იყო ჩემთვის... აი იმ "თვალსახვევის" მუდმივი ტარებიდან დაწყებული, ნაგვის მანქანაზე შეხტომით გაგრძელებული და რაღაცეებზე თვალის არ დახუჭვით დამთავრებული...
ალბათ ამიტომ არის ის ერთადერთი "პოლიტიკოსი", ადამიანი, რომელსაც საჯაროდ ვეუბნები რომ მიყვარს, ვაფასებ და ვგულშევმატკივრობ!
Helen Khoshtaria - გილოცავ და მადლობა.
P.s ბოდიში საიდუმლოს გათქმისთვის, მაგრამ მემუარების გამოცემას მე არ ვაპირებ და ეგებ ხვალ თქმაც ვერ მოვასწრო და იყოს აქ", - წერს საჯაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა