თეგებით ძიება

"საქართველოში, სამწუხაროდ, ყველა პაციენტს ვერ მართავენ" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ რომ საქართველოში ყველა საავადმყოფო/პოლიკლინიკა/ამბულატორია, მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.

"გააკეთეთ ისე, რომ საქართველოში ყველა საავადმყოფო/პოლიკლინიკა/ამბულატორია (სახელმწიფო თუ კერძო, ციხის საავადმყოფოს ჩათვლით), რომელზეც სახელმწიფო ლიცენზიაა გაცემული, შეესაბამებოდეს მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტებს და ყველა პაციენტის მკურნალობა უმაღლეს დონეზე იყოს შესაძლებელი!
საქართველოში, სამწუხაროდ, ყველა პაციენტს ვერ მართავენ და იმიტომ არის, რომ მივდივართ ან თურქეთში ,ან ევროპაში ზუსტი დიაგნოზის დასადგენად და სამკურნალოდ!
გთხოვთ, გახსოვდეთ, კოვიდი არსად წასულა და ამჟამად განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ. კოვიდის დელტა ვარიანტი არის უფრო ვერაგი და უფრო სასიკვდილო, განსაკუთრებით ისეთი პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც იმუნური სისტემა დაქვეითებული აქვთ, (შიმშილობის და სტრესის ფონზე). 100% პირბადის ტარება პაციენტებს და ყველას, ვისაც აქვს მათთან კონტაქტი და ასევე 100%-იანი აცრა ფაიზერით!
ხარისხიანი ჯანდაცვა - ეს არ არის ფუფუნება, ეს არის უფლება!
ადამიანის სიცოცხლე არის უმთავრესი, ვინც არ უნდა იყოს ის!
სანამ ყველა საავადმყოფო ასეთი სტანდარტების არ გაქვთ, გადაიყვანეთ!
შექმნილ სიტუაციაში ჯობს, გადაიყვანოთ საზღვარგარეთ", - წერს ფხაკაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა