თეგებით ძიება

"გორის სამხედრო ჰოსპიტალი პუტინის მონების ქვეგანყოფილებაა. სააკაშვილს იქ ფიზიკურად სიცოცხლე არ უწერია" - იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესაძლო გადასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"გორის სამხედრო ჰოსპიტალი არის კატასტროფა.
აქ მძვინვარებს ექიმი სახელად ,,არა ნარკოტიკს,, რომელიც გორის ჰოსპიტალის ექიმია და გამოირჩევა არაადამიანური სიძულვილით და მასხრად აგდებით სააკაშვილის მიმართ.
გორის ჰოსპიტალი არის პუტინის მონების ქვეგანყოფილება.
მიშა სააკაშვილს იქ უკვე ფიზიკურად სიცოცხლე არ უწერია", - წერს იაგო ფრანგიშვილი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, საპყრობილეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც პირველი ოქტომბრიდან შიმშილობს, ხელისუფლებამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. წინადადებაზე ექსპრეზიდენტის პასუხი ჯერჯერობით უცნობია.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა