თეგებით ძიება

" ნიუ ჰოსპიტალში" ვარ" - როგორია ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა?

პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 16 დღე შიმშილობდა, სოციალურ ქსელში მედიკოსებს მადლობას უხდის გაწეული დახმარებისთვის და წერს, რომ თავს კარგად გრძნობს.

"დიდი მადლობა რესპუბლიკურის ბრიგადებს, ექიმებს, რომლებიც შემიყვარდა ამ დღეებში. საოცრად მივლიდნენ. ასევე მადლობა პარლამენტის ადმინისტრაციას ხელშეწყობისთვის. მადლობა ვახო კალოიანს ყოველმხრივ დახმარებისთვის.
ეხლა ვარ ნიუ ჰოსპიტალში, მშვენივრად ვგრძნობ თავს
დანარჩენი მერე", - წერს ხოშტარია ფეისბუქზე.

ცნობისთვის, საპყრობილეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც პირველი ოქტომბრიდან შიმშილობს, ხელისუფლებამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. წინადადებაზე ექსპრეზიდენტის თანახმაა, თუმცა ტექნიკური ხასიათის პირობა აქვს.

ხელისუფლების მიერ გაცხადებული წინადადების შემდეგ, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. პოლიტიკოსი პარლამენტის შენობაში შიმშილობდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა