თეგებით ძიება

"დღევანდელი დღე ორი ადამიანის დამსახურებაა. მეამაყება, რომ ორივე ქალია" - სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სალომე სამადაშვილი დღეს ქართულ პოლიტიკაშში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ დღევანდელი დღე, როდესაც ხელისუფებამ საქართველოს მესამე პრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესათავაზა, ორი ქალის - ელენე ხოშტარიას და ნინო ლომჯარიას დამსახურებაა.

"დღევანდელი დღე ორი ადამიანის დამსახურებაა.
ნინო ლომჯარია და ელენე ხოშტარია.
ერთმა-ნამდვილი თავგანწირვის მაგალითი შექმნა, მისი პრინციპების დასაცავად.
მეორემ კი, საკუთარი ვალდებულებების შესრულებისადმი საოცარი პროფესიონალიზმის და ღირებულებითი მრწამსის მაგალითი.
არც ერთი და არც მეორე არაა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მხარდამჭერი, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია.
მეამაყება, რომ ორივე ქალია.
ასევე, ჩვენს მადლიერებას იმსახურებს მარიამ ჯიშკარიანი, მისი საოცრად მაღალი პროფესიონალიზმი. ის ჩემთვის სანდო კომპასი იყო გასული დღეების ინფორმაციულ ქაოსში", - წერს სამადაშვილი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, საპყრობილეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც პირველი ოქტომბრიდან შიმშილობს, ხელისუფლებამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. წინადადებაზე ექსპრეზიდენტის თანახმაა, თუმცა ტექნიკური ხასიათის პირობა აქვს.

ხელისუფლების მიერ გაცხადებული წინადადების შემდეგ, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. პოლიტიკოსი პარლამენტის შენობაში შიმშილობდა. მან მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა