თეგებით ძიება

"ახლაც ომია - არა მხოლოდ მიშას სიცოცხლისათვის, არამედ სამშობლოს გადასარჩენად" - რას წერს ელისო კილაძე

ჟურნალისტი, ელისო კილაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მიხეილ სააკაშვილს მიმართავს:

"გორის სამხედრო ჰოსპიტალში საუკეთესო ექიმები მსახურობენ.საუკეთესო !
აგვისტოს ომის დროს აქ გადიოდა ფრონტის ხაზი !
ახლაც ომია - არა მხოლოდ მიშას სიცოცხლისათვის, არამედ სამშობლოს გასასარჩენად‼️
მიხეილ სააკაშვილო, უნდა გადარჩე ‼️
უნდა იცოცხლო ‼️", - წერს ელისო კილაძე ფეისბუქზე.

ცნობისთვის, საპყრობილეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც პირველი ოქტომბრიდან შიმშილობს, ხელისუფლებამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. წინადადებაზე ექსპრეზიდენტის თანახმაა, თუმცა ტექნიკური ხასიათის პირობა აქვს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა