თეგებით ძიება

"მაგარი გაუჩალიჩა მიშას ხოშტარიამ! აქ მუსიკას შენ კი არა, ჩვენ ვუკვეთავთო და გორის ჰოსპიტალში გაუშვა სპორტული აფერისტობისთვის.." - ხათუნა ხოფერია

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლემენს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"მაგარი გაუჩალიჩა მიშას ხოშტარიამ! აქ მუსიკას შენ კი არა, ჩვენ ვუკვეთავთო და გორის ჰოსპიტალში გაუშვა სპორტული აფერისტობისთვის.."- წერს ხოფერია ფეისბუქზე.

ცნობისთვის, საპყრობილეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც პირველი ოქტომბრიდან შიმშილობს, ხელისუფლებამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. წინადადებაზე ექსპრეზიდენტის თანახმაა, თუმცა ტექნიკური ხასიათის პირობა აქვს.

ხელისუფლების მიერ გაცხადებული წინადადების შემდეგ, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. პოლიტიკოსი პარლამენტის შენობაში შიმშილობდა. მან მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა