თეგებით ძიება

მიშამ, პოლიტიკურად ეს ურთულესი რაუნდი ბიძინას მოუგო. ივანიშვილმა მაინც ვერ ნახა გატეხილი მიშა, შეშინებული და უკანდახეული" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს მოუგო.

"მიშა გადადის გორის ჰოსპიტალში.
ბიძინა ივანიშვილმა დრო გადაჭიმა 50 დღემდე და მაინც ვერ ნახა გატეხილი მიშა. განსაკუთრებით კი შეშინებული და უკანდახეული. მიშამ, პოლიტიკურად ეს ურთულესი რაუნდი მოიგო, პირადად ბიძინას მოუგო.
რაც მთავარია გაიმარჯვა სიცოცხლემ. არამხოლოდ მიშასი, ბევრი ადამიანის. ეს პოლიტიკურ ორთაბრძოლაზე ასჯერ მნიშვნელოვანია", - წერს ჟორჟოლიანი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, საპყრობილეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც პირველი ოქტომბრიდან შიმშილობს, ხელისუფლებამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა დღეს შესთავაზა. მიხეილ სააკაშვილმა კლინიკაში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა