თეგებით ძიება

"ბიძინა-ბორიას ოცნება კი განქარდა და აყროლდა, ისე როგორც არასდროს აქამდე! ანაქსიოს!" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე დღეს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქელში ეხმაურება:

"ელენე ხოშტარია არის სამოქალაქო გმირობის მაგალითი! აქსიოს! ღირსეულია!
ნინო ლომჯარია არის გმირი, რადგან ის მარტოდმარტო სახელმწიფო სტრუქტურებიდან უმკლავდება რუსულო ოცნების რეჟიმის ზეწოლას და მუქარებს! აქსიოს! ღირსეულია!

მიხეილ სააკაშვილი არის გმირი და დიდი პოლიტიკური და ეროვნული მოღვაწე, რომელმაც შიმშილობის კლასი და საოცარი სიმტკიცე აჩვენა გამოთაყვანებულ მეოცნებეების ცრუპენტელა ტაკიმასხარებს! არ შიმშილობსო, ტრუსკავეცშიაო და ა.შ. თითოეული ეს მატყუარა ჩინოვნიკი არის ისტორიის სამარცხვინო სახელები, ხოლო მიშას სახელი და დიდება უპრეცედენტოდ გაიზარდა 2012 წლის შემდგომ მოსახლეობაში, გუშინდელი მოწინააღმდეგეებიდან ახლა უკვე უამრავი დადებითად განეწყო მისდამი და გადაიაზრა წარსული უარყოფითი დამოკიდებულება. მრავალჟამიერ მას და ყოველ მოშიმშილეს! აქსიოს! ღირსეულია!
ბიძინა-ბორიას ოცნება კი განქარდა და აყროლდა, ისე როგორც არასდროს აქამდე! ანაქსიოს! უღირსია!", - წერს ილია ჭიღლაძე.

ცნობისთვის, საპყრობილეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც პირველი ოქტომბრიდან შიმშილობს, ხელისუფლებამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა დღეს შესთავაზა. მიხეილ სააკაშვილმა კლინიკაში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა