თეგებით ძიება

საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში მეორე არაა - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი, ეკეტერინე ტიკარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ "საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში მეორე არსად არაა".

"საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში მეორე არსად არაა, ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ ორი მწვანე პასპორტით, უვადო პასპორტით. ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან და ხასიათიდან. ჩვენ თითოეული მათგანი ვართ ქართველი და არამგონია, რომ ვინმეს ეს უკვირდეს"- განაცხადა ეკეტერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, საზოგადოება ეტაპობრივად უნდა შეეგუოს ცვლილებებს.

"ჩვენ გაგვაჩნია ყველას ჩვენი კონკრეტული დამოკიდებულება. მე პირადად ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვილებებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს და თუ ეს სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცილებით უფრო მარტივია, გაყვეს გარკვეულ წესებს, საქართველოში ეს რატომღაც დღემდე კიდევ უფრო რთულია, აქედან გამომდინარე, იმ დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში, ალბათ, არ არის ცუდი გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ექნებათ", - განაცხადა ტიკარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა