თეგებით ძიება

კიდევ რამე სერვისი შევთავაზოთ, მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ – კალაძე სააკაშვილზე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ შესაძლო მკურნალობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

„კიდევ, რამე სხვა სერვისიც ხომ არ შევთავაზოთ?! – მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ, გერმანიიდან რომ ჩამოჰყავდა ხოლმე, თმას რომ იჭრიდა ბიუჯეტიდან. იგივე გავაკეთოთ?! – ჩვენ ხომ სამართლებრივ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება, ადამიანი, მერე რა რომ პოლიტიკოსია, მერე რა რომ მაღალი თანამდებობის პირი იყო, მერე რა რომ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, თუ ჩადიხარ დანაშაულს… ჩვენ რა დაგვავიწყდა ის, რაც ხდებოდა 2012 წლამდე? რა დამოკიდებულება იყო საზოგადოების მიმართ, როგორ უსწორდებოდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს?! ეს დაავიწყდა საზოგადოებას, დაავიწყდა რა ხდებოდა საპატიმროებში?! დაავიწყდა საზოგადოებას ბიზნესის მიმართ რა მდგომარეობა იყო და როგორი მიდგომები ჰქონდათ, როგორ ატერორებდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს, როგორ კლავდნენ ახალგაზრდებს ქუჩაში?! 26 მაისს გახსოვთ ხომ, მოკლული ადამიანები სახურავებზე რომ შემოყარეს?!“ – განუცხადა კალაძემ "პალიტრანიუსს".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა